|
"მიხეილ სააკაშვილის ასეთი სუსტი გამოსვლა არ მინახავს, როგორიც მას15 ნოემბერს ჰქონდა"
პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთასამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერმომზადებულ დასკვნებს განიხილავს. განხილვის საგანი იქნებათავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. არსებულიინფორმაციით, პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სექტემბრის ბოლოს ყველაუწყებას მიმართა და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულიმასალები გამოითხოვა, რომელიც გაანალიზდება, დამუშავდება დაგანხილვისთვის ნდობის ჯგუფს, სავარაუდოდ, დეკემბერში წარედგინება.პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაშიმიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობისჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა დადიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა, ისინი ე.წ.კაბელებისა და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლისივლისიდან ამოწმებს.
გაზეთი "პრემიერი" ნდობის ჯგუფის წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
- პარლამენტის ნდობის ჯგუფმა 2011-2013 წლებში, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვების საკითხი, ასევე, ე.წ. "კაბელების საქმე" უნდა განიხილოს. არსებობს ინფორმაცია, რომ შემოწმებული მასალების შედეგად ამოღებული დოკუმენტაციადანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის დახურულია, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ამსაკითხის პარლამენტში წამოწევა?
- ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით მინდა ძალიან მკაფიოდ განვმარტო - ის არის პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულიად განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელსაც უფლება აქვს, გაეცნოს ისეთ მასალებს, რომელიც საჯაროდ არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საიდუმლო მასალები, ეხება თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო პროგრამებსა და საიდუმლო შესყიდვებს. ამ თემების გასაჯაროების უფლება ნდობის ჯგუფის წევრებს არ აქვთ. ეს საკითხები რომ საჯარო ყოფილიყო, მაშინ ნდობის ჯგუფი კი არ გაასაჯაროებდა მას, არამედ - შესაბამისი სტრუქტურები. ამიტომ ვერ დაგელაპარაკებით იმ თემებზე, რაზეც ნდობის ჯგუფში იქნება საუბარი. როგორც ნდობის ჯგუფის წევრი, ვერც იმას გეტყვით, რა საკითხებია დღის წესრიგში და ვერც იმ მოსალოდნელ გადაწყვეტილებებზე გეტყვით რამეს, რის მიღებასაც ვაპირებთ.
- "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ მათ არც ერთი საქმის გამოძიებაზე უარი არ უთქვამთ და, პროკურატურასთან ერთად, ამპროცესში ნდობის ჯგუფის სახით საპარლამენტო მექანიზმის ჩართვაც პოლიტიკურად მოტივირებულია და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდისმხრიდან მომდინარეობს, რაც ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს. მათი განცხადებით, თუ რაიმე დარღვევა არსებობდა თავდაცვისუწყებაში, თავის დროზე შეიძლებოდა ამის განხილვა. თუკი ამ საკითხებში თავდაცვის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ნიშნებიგამოიკვეთება, როგორი იქნება ამ ჯგუფის რეაგირება?
- პოლიტიკურად მოტივირებული არაფერი არ არის. რეგლამენტის მიხედვით, ნდობის ჯგუფი წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს და ამ წელიწადში ეს ორი შეკრება გაიმართება. მინდა გითხრათ, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა ძალოვანი სტრუქტურების საკითხებიც იქნება განხილული. პარლამენტის ნდობის ჯგუფს, ზოგადად, აქვს ფუნქცია, რომ საკუთარი შეხედულების მიხედვით მოუძებნოს მასალებს ადრესატი. როგორი დამოკიდებულებაც იქნება მასალებთან, ადრესატიც იმის მიხედვით შეირჩევა. კონკრეტულ შემთხვევაში როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას, რა თქმა უნდა, არ გეტყვით.
- მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლა რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის დასაწყისი იქნებოდა, ამაზემომხდარ მოვლენებამდე გაცილებით ადრეც საუბრობდნენ, რასაც თქვენ უარყოფდით. ახლა თუ ვარაუდობთ, რომ ირაკლი ალასანიასგუნდი ოპოზიციის ნიშას დაიკავებს, რომელიც მომავალ არჩევნებში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "ქართულ ოცნებას"?
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ ჩვენმა კოლეგებმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა", თავისი პოლიტიკური ნიშა დაიკავონ. პირიქით, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ. რატომ უნდა ეკავოს "ნაციონალურ მოძრაობას" ის ადგილი, რომელიც მას სამართლიანად არ ეკუთვნის? ისინი ისეთ თემებზე საუბრობენ და ისეთი საკითხების ხელში აღება უნდათ, რომელზეც არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ გააჩნიათ.
- "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგი თავისი შინაარსით მანამდე დაანონსებულ მთავარ ლოზუნგს: "არა ანექსიას" გასცდა დახელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მესიჯებიც გაისმა. როგორც ყოფილი რევოლუციონერი, როგორ აფასებთ ექსპრეზიდენტმიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დღეს არსებული პოლიტიკური გარემო "ვარდების რევოლუციის" დასაწყისს ჰგავს?
- კატეგორიულად არ ვეთანხმები და მიხეილ სააკაშვილის ასეთი სუსტი გამოსვლა არ მინახავს, როგორიც მას 15 ნოემბერს ჰქონდა. უკრაინაში, საიდანაც მას მიტინგზე პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, ჯერ თვითონ აანონსებდა, რომ თბილისში აქციაზე 50 ათასი კაცი იყო, მერე მომიტინგეთა რაოდენობა 100 ათასამდე გაზარდა. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისევე აქვს რეალობის სწორი აღქმა, როგორიც იმ დღეს მომიტინგეების რაოდენობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
- როგორც უკვე გაკეთდა მინიშნებები, ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ ისეთივე მწვავე და არაერთგვაროვანი ხასიათისრეზოლუციის მიღებას აპირებს, როგორც ეს ორი თვის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდა. ფიქრობთ თუ არა, რომსაქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილების მიზეზები საგარეო მიმართულებით რეალურად არსებობს?
- ვერ გეტყვით, როგორი რეზოლუცია იქნება მიღებული, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან დადებითად არის განწყობილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ძალიან დადებითად არის შეფასებული საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის მთელი პაკეტი, იგივე ეხება სასამართლოს რეფორმასაც. დანარჩენს, როცა ევროკავშირის რეზოლუცია გამოქვეყნდება, ყველანი ერთად ვნახავთ.
- მას შემდეგ, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს, საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება იმმაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მოხერხდა, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ და მათთვის "ქართული ოცნების"მხარდამჭერ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა არ მიუცია. როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს, როცა ამომრჩეველიასეთი გადაწყვეტილებების გამო პოზიციას თავად კოალიციის მიმართ შეიცვლის?
- ორი ალტერნატივა გვქონდა - უმრავლესობა შეგვენარჩუნებინა იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებთანაც 2-წლიანი თანამშრომლობის რეჟიმი გვაქვს. 12 მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ადრე გამოეყო, ყველა კრიტიკულ გადაწყვეტილებაში, რომელიც პარლამენტში იყო საჭირო, ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა. ეს ერთი. და გვქონდა მეორე ალტერნატივაც - დაგვეშალა უმრავლესობა და აქედან გამომდინარე, საფრთხე შეგვექმნა ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობისთვის, წავსულიყავით ვადამდელი არჩევნების გზით, რაც ქვეყანაში რყევებს გამოიწვევდა. არ შეიძლება, რომ რყევების გამოწვევა ავირჩიოთ, ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს და სტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება გვჭირდება. მას, ვინც ახლა იმაზე ქირქილებს, რომ უმრავლესობა ასე და ისე შევინარჩუნეთ, ალბათ, პოლიტიკური დესტაბილიზაცია ურჩევნია. ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და ასეთი ტიპის ნაბიჯზე არ წავედით. ამ ნაბიჯზე არც ხვალ წავალთ და სტაბილურობას ბოლომდე შევინარჩუნებთ. ჩვენი აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე კარგია ის, რომ არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
- მაჟორიტარ დეპუტატებში ის ბიზნესმენებიც არიან, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც ყველა მოწვევის პარლამენტში იყვნენ.უმრავლესობაში ამ მაჟორიტარების ყოფნასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადამიანები ყველა არჩევნების წინ ამომრჩეველსაძლევენ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაზეც შემდგომში ხელი აღარ მიუწვდებათ, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს,თუმცა ყველა შემდგომ არჩევნებში ისინი დეპუტატები მაინც ხდებიან. პოლიტოლოგთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს მათი გამდიდრებისგაუმჭვირვალობის საკითხს, შალვა ნათელაშვილი კი მათთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს. რამდენად მომგებიანიათქვენთვის ასეთი რეპუტაციის კოლეგებთან ერთად უმრავლესობაში ყოფნა?
- რატომ სვამთ ასეთ შეკითხვას, გოგი ლიპარტელიანი ლენტეხის მოსახლეობას არ აურჩევია? მაგალითად, ამ 12 დეპუტატში დავით ბეჟუაშვილი და კობა ნაყოფია არ შედიან. უბრალოდ, შალვა ნათელაშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, რაც, მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობას უნდა მოეწონოს, მაგრამ დეპუტატის, რომელიც ხალხმა აირჩია, მოხსნისა და გადაყენების მექანიზმი არ არსებობს, რაც იგივე შალვა ნათელაშვილმაც მშვენივრად იცის. მხოლოდ საქართველოში კი არა, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ამ ხალხის პარლამენტში ყოფნა გადაწყვიტა იმ რაიონების მოსახლეობამ, სადაც ისინი მაჟორიტარებად აირჩიეს. როცა რაიონის 80% ირჩევს მაჟორიტარს, მას ასე ურჩევნია და ეს პატარა არგუმენტი არ არის. რაც შეეხება ამომრჩევლის უკმაყოფილებას, არ დაგეთანხმებით, რადგან უკვე ბევრჯერ აირჩიეს ის გვარები თავიანთ რაიონებში, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ და პრეტენზიები მათი მისამართით იმ რაიონებში, მე პირადად, ყველაზე ნაკლებად მომისმენია. შეიძლება უფრო მეტი პრეტენზიები ჰქონდეთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკოსების მიმართ, ვიდრე კონკრეტული მაჟორიტარების მიმართ და ეს ფაქტია.
გაზეთი "პრემიერი", ხათუნა ხატიაშვილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |