|
კოსმეტიკური საშუალების ფირმა “დეშელმა” ორ ცნობილ სახეს - ნინა წკრიალაშვილსა და ქართლოს ნატროშვილს სახის გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურები ჩაუტარა, რის შემდეგაც მათ გავესაუბრეთ და ვკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს “დეშელის” კოსმეტიკური საშუალების მოხმარების შემდეგ. ნინა კომპანიის ვიპ მომხმარებელია და ამიტომაც ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ექსპრეზიდენტის ამ სფეროში დილეტანტი პაროდისტი. თუმცა ნატროშვილი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა შედეგით, რომ მომავალი კვირის პროცედურებზეც ჩაეწერა.
- ნინა, მითხარი, როგორი კმაყოფილი დარჩი დღევანდელი პროცედურებით?
- დაიწყო სექტემბერი და დაგვეწყო ყველას არანორმალური რეჟიმი, მიუხედავად ამისა, გამოვნახე დრო და “დეშელში” ჩავეწერე. გამიმართლა, რომ აქაც აღმოჩნდა ადგილი. სახის პროცედურა ჩავიტარე, კანის გაწმენდა და დატენიანება. “დეშელის” პროდუქცია ძალიან მომწონს, ხშირი მომხმარებელი ვარ, პროცედურა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ეფექტურია.
- ვიცი, რომ “დეშელის” ვიპ მომხმარებელი ხარ?
- კი, ვიპ კლიენტი ვარ და როგორც გითხარით, ძალიან მომწონს “დეშელის” პროდუქცია. სამი კვირა ვიხმარე და კანზე რა მჭირდა, იცით? ყველა იმას მეკითხებოდა, რა გჭირს, რა გაიკეთე, რა მაგრად გაქვსო, რადგან ამ კოსმეტიკურმა საშუალებამ კანი გამიახალგაზრდავა.
- რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, რომლებსაც “დეშელის” პროდუქცია ჯერ არ გამოუყენებიათ?
- ყველას ვურჩევდი, რომ შეიძინონ, რადგან ეს პროდუქცია ორი წლით მაინც აახალგაზრდავებს კანს და უფრო ჯანმრთელსა და ჯანსაღს ხდის. ვერც ერთი ქალი საკუთარ თავს ამაზე კარგ საჩუქარს ვერ გაუკეთებს, თუ შეიძენს დეშელის ჩემოდანს, რომლის ფასი თავიდან კი არის თავზარდამცემი, მაგრამ რეალურად შედეგს რომ ნახავთ, იაფიც კი არის. თან რაც მთავარია, როდესაც ჩემოდანი გაქვს შეძენილი, კოსმეტოლოგთან 15 ვიზიტი უფასოა. ასე რომ, ქალბატონებო, სჯობია, გვქონდეს ორი კაბით ნაკლები, მაგრამ სახის კანი იდეალურ მდგომარეობაში.
- ნინა, გარდა ამისა, ვიცი, რომ სიახლეები გაქვს კარიერაში, “მარაო რუსთავი 2”-ზე გადახვედი და ტელეწამყვანი ხდები?
- მართალია, “მარაო რუსთავი 2”-მა თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი და ვარ ბედნიერი, რომ მომიწევს “რუსთავი 2”-ის მაგარ გუნდთან ერთად მუშაობა. ჩემს გადაცემას ჰქვია “გარდერობი”, ჩვენ უნდა შევიჭყიტოთ ბევრი ცნობილი ადამიანის გარდერობში.
- არ გეშინია, რომ ამის გამო ბევრ ტალახს გესვრიან?
- იცი, რა? ტალახის სროლას უკვე დიდი ხანია შევეგუე. სხვათა შორის, ტალახზე გამახსენდა, “დეშელს” აქვს ძალიან მაგარი ტალახის ნიღაბი, რომლის გამოყენებაც ძალიან ეფექტურია. ასე რომ, მესროლეთ ტალახი, არ არის პრობლემა.
- ნინა, დღეს მე შენ საჩუქარი გაგიკეთე, ყველამ კარგად იცის, რომ შენ ძალიან გიყვარს ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოგიყვანე “დეშელში”.
- (იცინის) მიშა არის ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი. მეამაყება, რომ მქონდა ცხოვრებაში პერიოდი, როცა მის გუნდთან ერთად ვმუშაობდი და მჯერა, რომ ისევ მიშა უშველის საქართველოს.
- ქართლოს, ხომ ხედავ, მონატრებული ნინა დაგახვედრე. როგორ უნდოდა სარფში შენთან მოსვლა და ვერ მოახერხა.
ქართლოსი: იმიტომ იყო რიგი სარფის საბაჟოსთან, რომ ნინა გამოჰყავდათ ცალკე შესასვლელიდან?
ნინა: ხო, არა (იცინის), არა, რომ მცოდნოდა, რომ ჩამოდიოდა, მართლა წავიდოდი. ქართლოს, რომ დაგინახე... რა გითხრა, მოდი, ქართლოს, შენ მაინც ჩაგეხუტო-თქო.
- ქართლოს, მომიყევი, რა ხდება შენს თავს?
- მთელი ზაფხული გავატარე სამეგრელოში და დასვენებული როგორც კი ჩამოვედი, მოვაშურე “დეშელს”, რადგან ზაფხულის განმავლობაში ძალიან გამიუხეშდა სახის კანი. ვერ გეტყვი, რამხელა სიამოვნება მივიღე, როცა პროცედურები ჩავიტარე. შეიძლება ითქვას, ჩემი კანი ბავშვის კანივით სათუთი გახდა. ყველა ადამიანს სჭირდება კანის დატენიანება, მით უმეტეს, რადგან ჩვენ გრიმის გაკეთება გვიწევს და ყველამ კარგად ვიცით, როგორ უხეშდება სახის კანი გრიმის შემდეგ.
ნინა: მიშა, “დეშელში” პროცედურებს ბიუჯეტის ფულით იკეთებ თუ საკუთარი სახსრებით?
ქართლოსი: მინდა გითხრათ, რომ ჩემი მანქანა გადავიყვანე გაზზე და საერთოდ დავდივარ დეიდაჩემის მანქანით. ასე რომ, ამ ყველა პროცედურასაც ვიკეთებ ჩემი სახსრებით და ყველას ვურჩევ, რომ მოვიდნენ აქ და მიიღონ სიამოვნება.
გაზეთი „პრემიერი”,მარი გულორდავა
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |