|
“ლიბერალობა დასაძრახ სიტყვად იქცა. ან საერთოდ გვერდს უვლიან მასზე საუბარს, ან მორცხვად აღიარებენ ხოლმე”
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობაში ფარული დაპირისპირების საგანი გახდა. დეპუტატთა ერთი ნაწილი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ისინი საკუთარ პროტესტს ჯერჯერობით ხმამაღლა არ გამოხატავენ. განსხვავებულ პოზიციათა ჭიდილის კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის, თავისუფალი დემოკრატების (ე.წ.ალასანიას ფრთის) წევრის, ნინო გოგუაძის გამოსვლა, რომლის ადრესატად ბევრმა საპარლამენტო უმრავლესობა დაინახა და ამანაც განაპირობა ამ გამოსვლისადმი ზედმეტი ყურადღების გამოხატვა.
კანონპროექტის მთავარი შინაარსია: დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ასევე, კანონპროექტით, დისკრიმინაციის საკითხებზე ზედამხედველობას ომბუდსმენი განახორციელებს, რომელიც განიხილავს _ იმ პირთა საჩივრებს, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთანავე, პროექტით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლსა და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს მოიწვევს და ცდილობს, საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება ექნება, სასამართლოს მიმართოს. კანონის ნორმების დარღვევებზე კი, დისკრიმინაციის ჩამდენ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
“ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ამ თემას ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორი, რომან გოცირიძე გამოეხმაურა და წერს: “მოულოდნელობის ეფექტი! ყველანი აღფრთოვანებულნი ვიყავით პარლამენტში ნინო გოგუაძის გამოსვლით. კარგი შინაარსი, კომპოზიცია, არგუმენტები, ქართული მაგალითებით (ვაჟა ფშაველა) გამდიდრებული თხრობა. ნუთუ, ყოველივე ამან განაპირობა მიღწეული შედეგი? რა თქმა უნდა, არა. ეს სიტყვა რომელიმე რესპუბლიკელს ან ლიბერალ ოპოზიციონერს რომ წარმოეთქვა, ისეთივე შეუმჩნეველი დარჩებოდა, როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან მოსმენილი მრავალი გონიერი აზრი. მაშინ რა იყო ასეთი წარმატების მიზეზი? ეს იყო მოულოდნელობის ეფექტი. არა იმდენად პარლამენტარის ნაკლებად ცნობადობით გამოწვეული, რამდენადაც იმით, რომ მსგავსი მოსაზრება გამოთქმული იყო უმრავლესობის წევრის მხრიდან. მათგან ამას არავინ ელოდა, მათგან სხვა რამის მოლოდინი უფრო არსებობდა. ეს იყო ერთი პიროვნების ტრიუმფი მრავალთა დისკრედიტაციის ფონზე”.
უფრო დეტალურად სასაუბროდ “გაზეთი” პრემიერი”, რომან გოცირიძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო რომან, რატომ ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. თქვენ სავსებით სწორად აღნიშნეთ, რომ მსგავსი შინაარსის იდეები ხშირად მოგვისმენია როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიბერალურად განწყობილი ნაწილის მხრიდან, როგორც თავად აღნიშნეთ, თუნდაც იგივე რესპუბლიკელების მიერ.
_ ლიბერალიზმს რაც შეეხება, დიდი ხანია, ეს სიტყვა არ გამიგონია პარლამენტში. ლიბერალობა დასაძრახ სიტყვად იქცა. ან საერთოდ გვერდს უვლიან მასზე საუბარს, ან მორცხვად აღიარებენ ხოლმე! ქვეყანაში ლიბერალური აზრის კრიზისია. ის სალანძღავ სიტყვად იქცა და პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით წამგებიანი აღმოჩნდა. ამაში ბრალი წინა ხელისუფლებასაც მიუძღვის, ვინაიდან ბევრი არასწორი ქმედება ლიბერალურ პოლიტიკად აღიქმებოდა საზოგადოების თვალში. თუმცა დღეს, როცა ეკონომიკაში აქცენტი გადატანილია სახელმწიფო რეგულირებაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მძლავრობს ეთნონაციონალიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ლიბერალების მცირე ნაწილი ხელისუფლებაში თავს გაუცხოებულად გრძნობს. “ლიბერასტი” არა მხოლოდ აგრესიული მედიის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი “აგრესიულად არამორჩილი” წარმომადგენლის საფირმო სიტყვა გახდა (გახსოვთ “პერესტროიკის” დროს დამკვიდრებული “აგრესიულად მორჩილი?)”.
ამ დეპუტატის გამოსვლა უმრავლესობის მხრიდან სწორედ ლიბერალური პოზიციის ის იშვიათი გამოვლინება იყო, რომელსაც ასე ელის ევროპული ორიენტაციის ამომრჩეველი და რომელიც ასე შიშობს ხელისუფლების ზოგიერთ წრეებში ანტიდასავლური და პრორუსული ტენდენციების გაძლიერებით.
_ ერთი პიროვნების თუნდაც თამამ “გამოხდომას” რატომ ანიჭებენ ასეთ მნიშვნელობას?
_ შეუძლებელია, რომ ეს ერთი პიროვნების თვითინიციატივა იყოს. სამი მოწვევის პარლამენტში ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ მწიფდება ასეთი აზრი. ვიცი ასეთი გამოსვლის ფასი. ამას თავისი შედეგი აუცილებლად ექნება, მარტივად არ ჩაივლის. ეს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის შედეგი იყო, დიდხანს ნაგროვების ამოხეთქვა, შიდა ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენის ნიშანი. ან გაიმარჯვებენ შიდა დაპირისპირებაში დასავლური ღირებულებების (და არა გარემოებათა გამო დასავლეთისკენ ინერციით მიმავალი) ძალები, ან დაიშლებიან.
_ ხომ არ ნიშნავს ეს გარკვეულ უთანხმოებას თავისუფალ დემოკრატებს (ალასანიას), ლიბერალურ ჯგუფსა და უმრავლესობას შორის. ხომ არ იქმნება უმცირესობა უმრავლესობაში?
_ ლიბერალური ფრთა შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ რესპუბლიკელებს. ალასანიას პოლიტიკური ძალა იდეოლოგიურად უფრო ეკლექტურია, თუმცა პოლიტიკურად _ პროდასავლური. დასავლეთში ყოფილი ელჩობა არ არის საკმარისი ევროპული ყაიდის ლიბერალური შეხედულების შიდა დომინირებისთვის. უფრო საიმიჯო ფასადია. თვით მისი ლიდერის მონაწილეობა ე. წ. მომავალი მეფის ნათლობაში გელათში (რაც მონარქიზმის იდეისადმი სულ მცირე, სიმბოლურ თანაგრძნობას მაინც ნიშნავს), აგრეთვე, ამ პარტიის ხელისუფლებაში მყოფი წევრების ფლირტი თუ სპეკულირება რელიგიური თემებით, ვერ უქმნის მათ მყარ დემოკრატიულ იმიჯს. შეიძლება ეს მიმართული იყოს შორსმიმავალი ელექტორალური მიზნებისკენ, მაგრამ ვინც ამ პროცესის პოლიტიკურად სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობა ირწმუნა, საკუთარ თავზე გამოსცადა მწარე შედეგი. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის მცდელობას “ელექტორატული მრევლის”, როგორც ახალი საარჩევნო სუბიექტის შექმნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ამ პარტიის წევრი დეპუტატის ასეთი მკაცრი (ტონალურადაც) გამოსვლა მისასალმებელია და დამაფიქრებელიც.
_ რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს შიდა დემარში?
_ თვითმმართველობის არჩევნებამდე არაფერს. არჩევნების შემდეგ სერიოზულ საუბრებს (და არამარტო) უნდა ველოდოთ.
_ თქვენ რესპუბლიკელებზე გაამახვილეთ აქცენტი. როგორც ჩანს, ისინი მაინც უფრო ახლოს არიან ალასანიას გუნდთან და მოკავშირეებადაც განიხილებიან. მაშინ რას უნდა მივაწეროთ ის, რომ იმ 39 დეპუტატში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ემზარ კვიციანის განთავისუფლებას, არც ერთი არ არის ალასანიას პარტიიდან და ბლომად არიან რესპუბლიკელები.
_ ვერაფერს გეტყვით. მე არ მინახავს ეს სია. ჩემთვის ეს სრული მოულოდნელობაა. ემზარ კვიციანი არის ის ადამიანი, რომელმაც ამბოხი მოაწყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და შემდეგ თავი მტრებს შეაფარა. ასეთი ხელმოწერები რომ შეგროვებულიყო რუსეთში გაქცეულ სხვა პირებზე, თუნდაც ლევან მამალაძეზე, რომელსაც ქონების მიტაცებას ედავებიან, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.
_ დავუბრუნდეთ თავდაპირველ თემას, რომ ქვეყანაში ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისია. საიდან ჩანს ეს?
_ პოლიტიკური და ტირაჟიანი მედიასივრციდან ასეთი იდეები თანდათანობით იდევნება. მხოლოდ არასამთავრობო სექტორში, ორიოდე ჟურნალ-გაზეთში თუ შეიმჩნევა ასეთი იდეების არსებობა. “ფეისბუკშიც” ცოცხლობს ერთი-ორი ბლოგერის წყალობით.
_ მაშინ იქნებ უფრო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ლიბერალიზმში?
_ რას ვგულისხმობ ლიბერალიზმში? არავითარ შემთხვევაში მის ამერიკულ ინტერპრეტაციას.
ვგულისხმობ იმას, რაც ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონში დამკვიდრდა, პოსტსაბჭოთა, თუნდაც ქართული ინტერპრეტაციით (რომელიც უფრო ახლოსაა მის ევროპულ გაგებასთან).
ამერიკულ პოლიტიკურ დუსკურსში ლიბერალი არის მემარცხენე, რომლის საპირისპირო ცნებაა კონსერვატორი, მემარჯვენე. ლიბერალი ემხრობა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკურ ცხოვრებაში, მეტ რეგულირებას, მეტ გადასახადებს, მეტ სოციალურ ორიენტაციას, მაგრამ წინააღმდეგია სახელმწიფოს ჩარევისა ადამიანების პირად ცხოვრებაში, ემხრობა პირადი თავისუფლებების გაფართოებას. კონსერვატორები პირიქით, წინააღმდეგნი არიან, რომ სახელმწიფო ერეოდეს ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ემხრობიან სახელმწიფოს ჩარევას პირად სფეროში, ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც ამერიკულ პოლიტიკაში ამ კლასიფიკაციაში ვერ ეწერება, უწოდებენ “დაბნეულებს”.
_ როგორ ჯდება ამ სქემაში ქართული სინამდვილე?
_ არანაირად. ჩვენი პოლიტიკური ტრადიცია ამ სქემებს არ ეყრდნობა. ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის პროდუქტი ვართ, ამიტომ ზემოაღწერილი ტიპური ლიბერალიზმის ცნება არ იყო მიმზიდველი დემოკრატიული ეროვნული ძალებისთვის, რადგან ის უფრო ახლოს იყო სოციალიზმთან, ანუ იმასთან, საიდანაც გავრბოდით. ამიტომ გახდა მემარჯვენეობა მიმზიდველი (პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით).
ლიბერალიზმი იმ გაგებით, რაც ჩვენთან (ალბათ, ევროპაშიც) არის მიღებული, ესაა სიმბიოზი, ეკლექტური ცნება (ნარევი ამერიკული ლიბერალურისა და კონსერვატიულისა), რომელშიც იგულისხმება სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა როგორც ეკონომიკურ, ასევე პირად ცხოვრებაში, ესაა ნაკლები რეგულირება, ნაკლები გადასახადები, მეტი პირადი თავისუფლება. ანუ ეს არ არის ამერიკული ყაიდის არც მემარცხენე და არც მემარჯვენე მიმართულება. ჩვენი ყაიდის ლიბერალი ესაა ის, ვინც არ ზღუდავს თავისუფლებას და ზღუდავს მთავრობას. მისი ლოზუნგია პიროვნების თავისუფლება და სახელმწიფოს შეზღუდვა. ის, ზოგადად, უფრო ჰგავს ლიბერტარიანულს, მაგრამ ამავე დროს შორსაა მისგან ამ უკანასკნელის რადიკალიზმისა და უტოპიზმის (ყოველ შემთხვევაში საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე) გამო.
პიროვნების თავისუფლება, კერძო საკუთრება, თავისუფალი ბაზარი და შეზღუდული მთავრობა ქმნის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას. ესაა ის ამოსავალი პოსტულატები, რომლითაც უნდა შევაფასოთ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეალური სახე.
_ ამ კლასიფიკაციით საკმაოდ ძნელია საქართველოში ლიბერალების მოძებნა.
_ ჩვენთან პოლიტიკურ ძალებს ან მოუმწიფარი ეკონომიკური შეხედულებები აქვთ, ან პოპულისტური. გადასახადებთან მიმართებაში ყველა მემარჯვენეა, ხარჯების დროს _ ყველა მემარცხენე. ყველას უნდა გადასახადების შემცირება, ამავე დროს, ასევე, ყველას (აბსოლუტურ უმეტესობას მაინც), უნდა, რომ ბიუჯეტში გაიზარდოს სოციალური ხარჯები, დაფინანსდეს ბიზნესიც (სუბსიდიები, ხვნა-თესვა, სესხები), პარტიებიც, ეკლესიებიც, ფეხბურთელებიც. ასევე, უნდათ, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, თუ ის არ ჯდება ჩვენი “ეროვნული ტრადიციების” ჩარჩოში (თუნდაც 26 მაისის ამბები გავიხსენოთ). მოკლედ, გვაქვს უკიდურესობათა ნაზავი, სადაც ადგილი არ რჩება ლიბერალებისთვის. ისინი ცალკე განწირულნი არიან მარცხისთვის. ამიტომ უწევთ კომპრომისებზე წასვლა. ამიტომ არიან უცხოები თავისიანებში.
_ საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას როგორ შეაფასებთ ამ კუთხით. უფრო მემარჯვენეები არიან თუ მემარცხენეები? რა შანსი აქვთ მათ?
საპარლამენტო ოპოზიციაც ჭრელია, მაგრამ უფრო მემარჯვენე. აქტიური პროდასავლურობა და ზომიერად ლიბერალური ორიენტაცია მათი გადარჩენის მთავარი ბერკეტია. საგარეო მხარდაჭერის გარეშე ვერც შიდა რეპრესიებისგან იქნებიან დაცული. თანაც საქართველოში ამომრჩეველი უფრო ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ვიდრე ოპოზიციის სასარგებლოდ. ამისთვის კრიტიკული მასის დაგროვებაა საჭირო. მოკლედ, თავის დროს ელიან.
_ მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, წარსული ცოდვები კი _ იმდენად დიდი, რომ ძნელია მათი მხრიდან წარმატებაზე ფიქრი.
_ გეთანხმებით. საქართველოში ოპოზიცია წმინდა სახით ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნებულა და ალბათ, არც მომავალში მოხდება ეს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, დაბეჯითებით თქვათ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება არ დაბრუნებულა? ნაწილობრივ, კოალიციურად, უმცირესობით, მაგრამ მაინც დაბრუნდა. თუ გადავხედავთ საკადრო ცვლილებებს, განსაკუთრებით ქვედა დონეზე, ეს უფრო ნათლად ჩანს. თუმცა ოპოზიციის (ზოგადად და არა იმ სახით, რომელსაც ახლა ვხედავთ) წარმატება დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მუშაობის შედეგებზე. უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს ეკონომიკა. იქნება საგრძნობი წინსვლა _ დაუჭერს ხალხი მხარს, არ იქნება _ შეიცვლება.
_ არასაპარლამენტო ოპოზიცია?
_ არასაპარლამენტო ოპოზიცია მარგინალურია. მათ შორის განსხვავებაა პრორუსულობა ან ანტირუსულობა (და არა იმდენად პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა). საერთო კი სოციალური მემარცხენეობაა, სახელმწიფოს განსაკუთრებული როლის ხაზგასმით, როგორც ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროში. ეროვნულ და რელიგიურ სფეროში გამოკვეთილი მემარჯვენეები არიან, ეკონომიკურში _ სოციალისტები.
_ ასეთი არაპოპულარული ოპოზიციის, მით უმეტეს, მათი ლიდერების არა მარტო დაბალი რეიტინგის, არამედ ზოგიერთებისადმი სიძულვილის პირობებში, ძნელი წარმოსადგენია ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება.
_ სიძულვილი პოლიტიკაში ისევეა, როგორც სიყვარულში. მათ შორის ერთი ნაბიჯია. ნუ დაგავიწყდებათ, როცა თბილისის ქუჩები 9 აპრილის მერე აჭრელებული იყო წარწერებით “პატიაშვილი მკვლელი” და მისი რეიტინგი იყო ნული, რამდენიმე წლის შემდეგ რომ არა გაყალბება, შევარდნაძე დამარცხებული (ვთქვათ, თითქმის დამარცხებული) ჰყავდა. ჩვენი ყაიდის, პოლიტიკურად არასტრუქტურირებულ საზოგადოებაში ხელისუფლებას ამარცხებს არა გარე, არამედ შიდა, საკუთარ რიგებში წარმოქმნილი ოპოზიცია. ასე მოუვიდა სააკაშვილსაც, როცა საპარლამენტო სიის ასეულიდან ათეული თუ შემორჩა ძლივს.
უმრავლესობის შიდა სტაბილურობა იქნება გადამწყვეტი. შეთავსდებიან შეუთავსებლები? ექნებათ წარმატების შანსი. ვერა? სხვები გამოჩნდებიან.
წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება.

თემურ კანდელაკი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |