|
მეცნიერების განცხადებით, ჭაღარა ორგანიზმის დაბერების ნიშანი როდია, პირიქით, ის ჯანმრთელობის მაჩვენებელია.
ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ასაკში გაჩენილი ჭაღარის მოვლენაზე მთელი რიგი კვლევების ჩატარების შედეგად მივიდნენ. არსებობს პირდაპირი კავშირი ჭაღარასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას შორის. ეს კავშირი საპირისპირო აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც უმრავლესობის გონებაში არსებობს.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ჭაღარა თმა ადამიანის ჩინებული ჯანმრთელობის მაჩვენებელია. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში ადრეულ ჭაღარას ეხება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც ამცირებს გლუტატიონის ანტიოქსიდანტის დონეს.
ჭაღარა თმის ინტენსივობა ურთიერთკავშირშია გლუტატიონის მაღალ დონესთან და პროცესების გაძლიერებასთან, რომელიც მიმართულია ორგანიზმში მიმდინარე ანტიოქსიდანტური პროცესების აღსაკვეთად. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აცხადებენ, რომ ჭაღარა ჩინებული ჯანმრთელობის მაჩვენებელია.
თუმცა ასაკიან ადამიანებში ჭაღარა ორგანიზმში გლუტატიონის მაღალი დონის მაჩვენებელია. ასე რომ, ჟანგვითი პროცესები, რომელიც ორგანიზმს აბერებს, ინტენსივობის პიკს ვერ აღწევს, შესაბამისად, ჭაღარა ადამიანებს ჯანმრთელობასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად აქვთ, _ აცხადებენ მეცნიერები.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |