ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი დედამიწაზე ტემპერატურასა და ძუძუმწოვართა ზომებს შორის. ევოლუცია აჩვენებს, რომ გლობალური დათბობა ადამიანებს ტანმორჩილებად აქცევს.
ევოლუციური პროცესების ანალიზმა აჩვენა, რომ ძუძუმწოვრების ზომები აციების პერიოდში იზრდება და დათბობის დროს მცირდება. გათხრების დროს მიღებული შედეგების გარემოს ტემპერატურასთან შედარებისას, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძუძუმწოვართა მესამედი მცირდება (ზოგიერთი _ ნახევარი სიმაღლე) გლობალური დათბობის დროს.
ადვილი შესაძლებელია მსგავსი პროცესები კაცობრიობასაც ელოდებოდეს, _ დაასკვნეს ექსპერტებმა, _ ადამიანები ტანმორჩილები გახდებიან.