|
საყვარელ ადამიანს დაშორდით? დეპრესიაში ნუ ჩავარდებით. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, საყვარელ ადამიანთან განშორება ადვილად რომ გადაიტანოთ, ექსპერტების რჩევებს დაუჯერეთ.
1. გაიკეთეთ მაკიაჟი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ნამდვილად გიშველით. არშემდგარი სიყვარულის დატირებისას გოგონები ივიწყებენ თავიანთ ჭეშმარიტ დანიშნულებას _ გაალამაზონ სამყარო. დაწითლებული თვალებითა და გაწეწილი თმებით კი საეჭვოა, ეს შეძლოთ. გაიკეთეთ ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაიცვით ლამაზად და აღარ მოგინდებათ ცრემლების ფრქვევა.
2. დაივიწყეთ მოგონებები. წაშალეთ მისი ტელეფონის ნომერი, ამოშალეთ თქვენი მეგობრების სიიდან, გადაყარეთ ყველა ის ნივთი, რომელიც ნაღვლიან მოგონებებს აღგიძრავთ. რაც უფრო ნაკლებად იქნება თქვენს გარშემო ნეგატიური ენერგია, მით უფრო უკეთ იქნებით.
3. არ დაჯდეთ სახლში. არ ჩაიკეტოთ ოთხკედელშუა, ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან _ სასურველია, არა სახლში, ან იმ ადგილებში, სადაც მასთან ერთად გიყვარდათ ყოფნა.
4. დაკავდით სპორტით. ვარჯიში ნეგატიური ენერგიის განდევნაში დაგეხმარებათ.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |