|
საინტერესო აქ ისაა, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში 3%-იანი აგროკრედიტი 81 საწარმოს მშენებლობაზე გაიცა. გეგმის მიხედვით, 3 გადამამუშავებელი საწარმო გორში, ახალციხესა და ზუგდიდში უნდა გახსნილიყო, თუმცა არათუ 100, ხუთიც არავის უნახავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, გაცემული იყო მე-3 კომპონენტის 11,666 მილიონი დოლარი, რომელიც საწარმოების გახსნას უნდა მოხმარებოდა. მე-2 კომპონენტის ფარგლებში _ საკრედიტო პორტფელმა 24,491 მილიონი ლარი შეადგინა. პირველი კომპონენტის ფარგლებში კი 5,235 მილიონი ლარი გაიცა, რომლითაც 9 ფერმა, 22 რძის გადამამუშავებელი საწარმო, 6 საწყობი, მაცივარი და 13 პატარა ღვინის ქარხანა უნდა აშენებულიყო.
“პრემიერი” შეეცადა ხელისუფლებისგან მოესმინა, რას მოხმარდა ეს კრედიტები, ან მოესმინა არგუმენტები, რატომ არ გაიხსნა ასი დაპირებული ქარხანა, თუმცა უშედეგოდ. როგორც გითხარით, ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივმართეთ ექსპერტებს ერთადერთი კითხვით: “რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ივანიშვილის დაპირებული 100 ქარხნის გახსნა?”
გიორგი აბაშიშვილი, ექსპერტი: “ქარხნის გახსნა, როგორც ასეთი, საფუძვლიდან დასრულებამდე საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ, მე იმთავითვე რთულად წარმომედგინა რომ შესაძლებელი იყო ასი ახალი ქარხნის შექმნა და გახსნა. თუმცა, შესაძლოა, აქ არ იგულისხმებოდა მაინცდამაინც ქარხნის დაარსება ნულიდან, შესაძლოა, აქ იგულისხმებოდა საწარმოთა დახმარება. მიჭირს ასე საუბარი რადგან ზუსტად არ ვიცნობ ამ პროგრამას.
ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი: 150 საწარმოს გახსნა იყო დაანონსებული, მაგრამ დროის პერიოდი, რამდენადაც ვიცი, დაკონკრეტებული არ იყო. ჩემი ინფორმაციით, იაფი აგროსესხის პროგრამის ფარგლებში მოხდა 50-ზე მეტი ახალი საწარმოს ამოქმედება, თუმცა მინდა გითხრათ, საწარმოს გახსნა და მისი ამუშავება არ არის მარტივი. გარდა აშენებისა და პრეზენტაციისა, აქ მთავარია, რამდენად ქმედითი და განვითარებადი იქნება საწარმო, ამიტომ გახსნამდე საჭიროა კვლევა და შეფასება რამდენად იქნება საწარმო მოქმედი და დატვირთული. ვფიქრობ, მთავრობამ ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, გვაჩვენოს ის საწარმოები რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, თუ ასეთი არსებობს, და მოახდინოს პრეზენტაცია, გარდა იაფი სესხებისა, რა მხარდაჭერას განახორციელებს ასეთი საწარმოების მშენებლობების მიმართ”.
ლევან კალანდაძე, ექსპერტი: “აქ პრობლემა თავად საზოგადოებაშია. ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენივე შექმნილი ილუზიებისა და ოცნებების ტყვეობაში ვექცევით, სასურველს რეალობად მივიჩნევთ და ადვილად ვიჯერებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვჯეროდეს. ილუზია არ უნდა შეიქმნას საზოგადოებამ, რომ მთავრობა და ხელისუფლება გახსნის ახალ საწარმოებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს მოსახლეობას. არც ერთი მთავრობა, არასდროს სამუშაო ადგილებს არ ქმნიდა, არ ქმნის და არც არასდროს შექმნის. და არც არის პრინციპში ეს მთავრობების საქმე. ეს ბიზნესის საქმეა. სახელმწიფოსა და მთავრობების როლი და ფუნქცია ამ საქმეში კი მხოლოდ იმით უნდა შემოიფარგლებოდეს, რომ ბიზნესსა და ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ და კომფორტული გარემოს უქმნიდეს. ანუ, ქვეყანაში მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რაც ბიზნესს მოტივაციას გაუჩენს განახორციელოს ინვესტიციები, გააფართოოს წარმოებისა და მომსახურების მასშტაბები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
აქედან გამომდინარე, თავად ხელისუფლების შეპირება 100 საწარმოს გახსნის თაობაზე, თავიდანვე ზედმეტად გადაჭარბებული და რეალობას მოკლებული იყო. უკვე დროა, საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლოთ რეალური დაპირებების გარჩევა არარეალურისგან. ანუ იმის გარჩევა, როდის ცრუობს პოლიტიკოსი და როდის გვაძლევს რეალურად შესრულებად დაპირებას”.
რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: “ამ კითხვას მეც ხშირად ვუსვამ ეკონომიკაში ჩახედულ ადამიანებს, რა უშლიდა წარმოების ამუშავებას ხელს. დამაკმაყოფილებელი პასუხი, სიმართლე გითხრათ, არ მიმიღია. საუბარი არ არის მაინცდამაინც დიდი საწარმოებზე, მცირე საწარმოებიც კი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე იმუშავებენ, აი, ისინიც კი არ ჩანს და თუ რატომ, მიჭირს ამისი თქმა”.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |