|
პეტრემამრაძე: «საქმეები, რომელთა გამოძიებაც, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო, არც ერთი გამოძიებული არ არის»
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შანსებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, უახლოეს მომავალში პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე «პრემიერს» ექსპერტი პეტრე მამრაძე ესაუბრა.
_ ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის თავზე, იყო თუ არა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქართველოსთვის უჩვეულო პოლიტიკური ვითარება, ე.წ. კოაბიტაცია და გამოიღო თუ არა კონკრეტული შედეგი გარკვეულწილად განსხვავებული ხედვების მქონე ორი სახელისუფლებო შტოს _ მთავრობისა და პრეზიდენტის თანამშრომლობამ?
_ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ სრულიად არასწორად იყო გაგებული საზოგადოების მიერ. წლების მანძილზე სააკაშვილი და მისი თანამზრახველები მთლიანად იყვნენ მანიპულირებულები პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან. ისინი ყოველდღე აცხადებდნენ, რომ აპირებენ ნატო-ში შესვლას, მიდიან დასავლეთისკენ, მაგრამ ამ განცხადებების მიღმა იმალებოდა სრულიად საპირისპირო მოქმედება და მე არ ვიცნობ არც ერთ დასავლელ ექსპერტს, რომელიც არ იცნობს იმ ცნობილ დასკვნას, რომ საქართველოში რუსულ საქმეს სააკაშვილი და მისი გუნდი აკეთებდნენ. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში დასავლეთი ყოველთვის ითხოვდა ჯერ სააკაშვილის ხელისუფლებისგან და შემდგომ ივანიშვილის გუნდისგან, გააკეთეთ ყველაფერი, რომ მოაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეხმარებით, მანამდე ჩვენ ვერაფერს შევძლებთო. ნატო-ს გენმდივანმა რასმუსენმა რამდენჯერმე ახსენა საჯაროდ. რომ ივანიშვილის მთავრობის წარმატება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, არის მისი მთავრობის მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში. ის კლიშე, რომ საზოგადოებას ბევრი ატყუებს, რომ სააკაშვილი და მისი ნაცისტური მოძრაობა პროდასავლურია და მეორე მხრივ, ივანიშვილი და მისი ძალა ანტიდასავლური და პრორუსული, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება კოაბიტაციას, მმართველმა გუნდმა რომ დაიწყოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონპროექტებისა და ინიციატივების დაბლოკვა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ კოაბიტაცია დაირღვა, ასეთი კი არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, ჩვენ მთელი ერი გავხდით მოწმე, რომ სააკაშვილი ბავშვური სიჯიუტით აღარ აწერდა ხელს არც ერთ კანონს და უმრავლესობას ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაარგუმენტირებული ვეტოს გადალახვა უხდებოდა.
_ რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კუთხით ახალმა ხელისუფლებამ სათანადო ნაბიჯები გადადგა და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ სამართლიანობის აღდგენას მმართველ კოალიციაში შემავალი კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები მიზანმიმართულად აფერხებენ?
_ კოაბიტაციაარავითარშემთხვევაშიარნიშნავსდანაშაულთანშერიგებას. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობასა და კოალიციაში შემავალ პარტიებს, ვერც ერთი მათგანი ბარიერსაც კი ვერ გადალახავდა და პარლამენტში ვერ შევიდოდა, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი. ხალხი კოალიციას მხოლოდ იმის გამო აძლევდა ხმას, რომ ეს ივანიშვილის ძალა იყო. ამადამიანებმაკივერგამოიჩინესპოლიტიკურინებაიმისთვის, რომქვეყანაშისამართლიანობასამართლიანიდაკანონიერიგზითაღდგენილიყო. რეზონანსულისაქმეები, რომელთაგამოძიებაცქვეყნისუსაფრთხოებიდანდაეროვნულიინტერესებიდანგამომდინარეაუცილებელიიყო, ვთქვათ, ლაფანყური, არაფერიარააგაკეთებული. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ კოაბიტაცია კი არა, გარკვეული სიმბიოზია შიგნით ქონებისა და ფინანსური ნაკადების გადანაწილებისთვის, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ამიტომ, რაცშეიძლებოდაგაკეთებულიყოსამართლიანობისაღდგენისკუთხით, ამისმინიმალურინაწილიგაკეთდა.
_ რა შეიძლება დასახელდეს იმის მიზეზად, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი რიგი პოლიტიკური ძალები მიზანმიმართულად აფერხებენ მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას _ სამართლიანობის აღდგენას?
_ შეგახსენებთ სატელეფონო საუბრებს, რომლებიც სააკაშვილის სადისტურმა რეჟიმმა შარშან წინასაარჩევნო პერიოდში გამოაქვეყნა, სადაც «ოცნების» წარმომადგენლები ერთმანეთზე უწმაწური სიტყვებით, ლანძღვა-გინებითა და უაღრესად მტრულად საუბრობენ. არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ეს ამაზრზენი ჩანაწერები ყალბია. ასევე, ყველასთვის ცნობილია ამ ადამიანების პოლიტიკური წარსული. არავის დაავიწყდება «არაჩვეულებრივი გამოფენა» რუსთაველის გამზირზე, როცა საკნებით გადაკეტეს ქუჩა და აბსურდული, კონტრპროდუქტიული აქცია გაიმართა. უცხოელები, დასავლელი დიპლომატები ხელებს ასავსავებდნენ და ამბობდნენ, _ თუ ამ ოპოზიციას უნდა სააკაშვილის რეჟიმისთვის კიდევ რამდენიმე წლის ჩუქება, მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ გვგონია, ქართველი ხალხი უკეთეს ცვლილებებს იმსახურებსო. ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი პარლამენტშია და ისინი ფიქრობენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალსა და კეთილდღეობაზე. ისინი მზად არიან, შეეკრან შესაბამის ადამიანებს, რათა თავიანთი ფინანსური პრობლემები გადაწყვიტონ და შესაბამისად, თავიანთი პოლიტიკური მომავალი უზრუნველყონ. ამიტომ ზოგს ურჩევნია, თუნდაც ქვეყნის ინტერესებისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის საზიანო ზოგ დასავლელ წრესთან შევიდეს კონტაქტში. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ პარლამენტში და მის გარეთ მყოფ კოალიციაში შემავალი არაერთი ადამიანი თავის ვიწრო პიროვნულ ინტერესებს, მომავალსა და კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეროვნულ ინტერესებს.
_ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ აფასებთ წარმოდგენილი კანდიდატების შანსებს და უნდა ველოდოთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს?
_ თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოდგენილია 23 საპრეზიდენტო კანდიდატი, ისევ შეგვახსენებს იმას, რომ საქართველოში პლურალისტური ფეოდალიზმი სუფევს. საქართველოში ჯერ პოლიტიკური პარტიებიც არ არის შექმნილი, არის ცალკეული ცნობადი სახეების გარშემო შეკრებილი დაჯგუფებები და ეს დაჯგუფებები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. მარგველაშვილი ბევრი ადამიანისთვის მისაღებია მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის წარმოდგენილი ივანიშვილის მიერ. ამ ეტაპზე მეორე ტურის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, მარგველაშვილი მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს. ინგა გრიგოლიასა და გიორგი თარგამაძეს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდათ უფრო დიდი რეიტინგი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ეს მაშინაც ანეკდოტურ განწყობას ბადებდა და ყველასთვის ცხადი იყო, რომ რეალობას მოწყვეტილი იყო. დავით ბაქრაძე, რომელმაც წლების განმავლობაში უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, რომელიც ხალხს 2008 წლის 10 აგვისტოს ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ მტრისთვის წინააღმდეგობა გაეწია იმ დროს, როცა არმია უკვე აღარ უწევდა წინააღმდეგობას, საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სიმტკიცე გამოიჩინა და არ აჰყვა ბინძურ პროვოკაციას. ამ პირობებში, არ მგონია, რომ მან 10%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღოს. რჩება ბურჯანაძე, რომლის პრორუსულობაც ჩვენი სოციუმისთვის დამახასიათებელი კლიშეა. ის ამბობს მხოლოდ იმას, რასაც დასავლეთი მოითხოვს წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებისგან _ აღადგინონ ურთიერთობა ისეთ რუსეთთან, როგორიც არის.
_ ნინო ბურჯანაძეს ხშირად უხსენებენ, რომ მისი ცნობილი აქციებისას განვითარებული მოვლენების დროს ქართულ ჯარს რუსი სამხედროების ძალით ემუქრებოდა და მისი პრორუსულობა მხოლოდ სოციუმისთვის დამახასიათებელი კლიშეა?
_ ეს კი არის ძალიან სერიოზული რამ. 2011 წლის 25 მაისს მე ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი, რომ რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პირისპირ ორი შემზარავი ძალა იდგა. ერთი ძალა _ სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ხელებს იფშვნეტდა, მომიტინგეებს ღამის 12 საათისთვის გადაეცილებინათ და შემდეგ მათ დაარბევდნენ და გაანადგურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ სისხლისღვრის შემთხვევაში, ხალხი მინიმუმ 5 წელი მაინც ქუჩაში გამოსვლას არ მოინდომებდა; მეორე შემზარავი ძალა ამ მიტინგის ორგანიზატორები იყვნენ, რომლებიც ხელებს იფშვნეტდნენ _ ახლა უბედურ ადამიანებს ვეტყვით, რომ არ დაიშალონო. მე იქ მდგარი გამწარებული ადამიანების მიმართ პრეტენზია არ მაქვს. იქ შვილმკვდარი მშობლები და სადისტური რეჟიმისგან იმდენად გამწარებული ხალხი იდგა, რომ ტყვიაზეც წავიდოდნენ, არათუ დანიშნული დროის გადაცილებაზე. მათი ჩანაფიქრი იყო, რომ იმ 200-300 ადამიანის რუსთაველზე შენარჩუნების შემთხვევაში სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ამ ხალხს დაარბევდნენ, მსხვერპლიც იქნებოდა და მთელი თბილისი გამოვიდოდა ქუჩაში, როგორც ეს 2007 წლის 7 ნოემბერს იყო, მაშინ სააკაშვილი გადადგებოდა და მეტჯერ ვეღარ იყრიდა კენჭს და პრეზიდენტად მოვიდოდა ის, ვინც მოქმედ პირველ პირს ჩამოაგდებდა. ეს იყო გათვლა და ამაზე მე ხალხი გავაფრთხილე ტელევიზიით.
_ არსებობს მოსაზრება, რომ «ნაციონალური მოძრაობა» და «ქართული ოცნება» ერთობლივი ძალებით ცდილობენ, ხელი შეუშალონ ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას.
_ ერთიანი ბრძოლა ბურჯანაძის წინააღმდეგ ჩემთვის წარმოუდგენელია, ლოგიკასა და საფუძველს მოკლებულია. ბაქრაძეს კი ეტყობა ერთი რამ, ექაჩება ჭაპანს თავისი ნების საწინააღმდეგოდ. მან უარი ვერ უთხრა თავის ბოსებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. არავითარი ენთუზიაზმი, არავითარი სწრაფვა ბაქრაძისგან არ მოდის და ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე _ როგორმე ეს ყველაფერი ჩამთავრდეს და მშვიდობიანად გაეცალოს ვითარებას. მე საკმარისად ვიცნობ დავით ბაქრაძეს იმისთვის, რომ ეს ვთქვა. მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესა, და გილაურს, როგორც პრემიერ-მინისტრს, ერთად აღებულს, გაცილებით ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე მერაბიშვილის რომელიმე მოადგილეს, მაგალითად _ ეკა ზღულაძეს. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ბაქრაძე პოლიტიკური ფიგურა არ იყო და არც არის. ბურჯანაძის ძალა კი არ არის ის, რომელიც ხალხს მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჰპირდება იმას, რომ მავთულხლართები არ იქნება, რაც წარმოუდგენელია. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის ციხეში გაუშვებს სააკაშვილს და სხვებს, რაც ხალხს ძალიან გაუხარდება, ხოლო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას იმით აპირებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მითვისებულ მილიარდებს ჩამოართმევს მას და ხალხს დაუბრუნებს.
_ კვლევის შედეგების მიხედვით, ბურჯანაძეს საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი უჭერს მხარს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე გახდა, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარლამენტში ერთი ფრაქციაც კი არ ჰყავს, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ დღის წესრიგში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური კრიზისი დადგება?
_ თეორიულად შეიძლება ყველაფერი დავუშვათ. ბურჯანაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საინტერესო ვითარება შეიქმნება. მას არ ექნება რეალური დასაყრდენი პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმის შესასრულებლად, რასაც ხალხს ჰპირდება. რუსეთთანურთიერთობისმოგვარებაისე, როგორცამასბურჯანაძესაზოგადოებასჰპირდება, უბრალოდშეუძლებელია. საქართველო რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკადაც რომ შევიდეს მის შემადგენლობაში, მაშინაც კი პუტინის მთავრობა არ წავა იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ ახალ სუბიექტს, საქართველოს მიუერთოს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. მეორე მხარეა სამართლიანობის აღდგენა, ბურჯანაძე, როგორც პრეზიდენტი, მაშინვე ყოველდღიურ გამოსვლებში მოითხოვს ამას და მისი ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს ღალატში დაადანაშაულებს. მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პარლამენტსაც, მთავრობის წინააღმდეგ სანქციების მიუღებლობის გამო, ღალატში დასდებს ბრალს და სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობაში დაადანაშაულებს. ბურჯანაძის ამ მოწოდებებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებსა და ბურჯანაძის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობის შესახებ მინდა ფანტაზიის დონეზეც არ გავჩერდე...
_ როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია?
_ ივანიშვილმა ქვეყნის გარეთ ნაშოვნი მილიარდების დიდი ნაწილი დახარჯა საქართველოში და ამით ქვეყნის მყარი ვალუტის ბალანსი გადარჩა. მან გულახდილად და გულწრფელად გააფრთხილა ერი, რომ პოლიტიკოსი არ არის და არც აპირებს, რომ იყოს პოლიტიკოსი და თავისი პატიოსნების, გულწრფელობისა და გულახდილობის გამო, ამას ზედმეტად ხშირად ახსენებდა ადამიანებს. მიმაჩნია, რომ ამ ფონზე ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ სწრაფად მიდის. არ უნდა დააყოვნოს, უნდა წავიდეს. ნდობის მაღალი რეიტინგი, რომელსაც ის ინარჩუნებს, ეს კაპიტალია იმ ქვეყანაში, სადაც დღესაც პლურალისტური ფეოდალიზმი სუფევს, ქვეყანაში, რომელიც 20 წელიწადია მოჯადოებულ წრეზე დადის. მან 6-მილიარდიან თანაინვესტირების ფონდში ჩადო თავისი 1 მილიარდი, მანამდე კი სოფლის მეურნეობაში _ 400 მილიონი, ამ ფონზე, როდესაც მას შეუძლია დაეხმაროს თავის ქვეყანას, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი წასვლა.
_ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომ კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება, როგორ წარმოგიდგენიათ მისი მუშაობა პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მაკონსოლიდირებელი ფიგურაა განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებების მქონე ძალებისა. ამას ემატება მთავრობაში არსებული ღია თუ ფარული დაპირისპირებაც და ამის მაგალითად «ჯიჰადის» საქმის გარშემო შს და თავდაცვის მინისტრების ურთიერთობა შეიძლება დასახელდეს.
_ ეს რომ იყოს 6 პოლიტიკური პარტია განსხვავებული იდეებითა და პროგრამებით, კიდევ არაუშავს. ჩვენ გვაქვს საქმე ინდივიდებთან. არიან ატამანებიც, რომელთა გარშემოც თავს იყრიან ერთგული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ამ ერთგულებაში ხედავენ თავიანთ მომავალ კეთილდღეობას. ამიტომ ვითარება უფრო რთულია. რაც შეეხება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საუბარს, აქ საქმე გვაქვს ყბადაღებულ არაკოორდინირებულობასთან. როცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვალდებული არაა, ყველას მოუყვეს, მართალია, მაგრამ აუცილებელია, რომ სისტემამ იმუშაოს და სისტემას ამ ხნის განმავლობაში არც ერთი დღე არ უმუშავია. უშიშროების საბჭო სააკაშვილის ხელში დიდი ხანია, გადაიქცა საშიშროების საბჭოდ. არაკოორდინირებულობის თავიდან ასაცილებლად, თუნდაც არაფორმალურად, უშიშროების საბჭო პრემიერ-მინისტრთან უნდა შეექმნათ და ამას ემუშავა გამართულად. ამ სისტემას რომ ემუშავა, ის, რომ თავდაცვის მინისტრმა მოითხოვა «ჯიჰადის» ვიდეოების გამოძიება და წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უწყების ჩართვაზე გააკეთა განცხადება, ამაზე პასუხი გაიცა, რომ ერთი თვის წინ დადგინდა გამოძიების დეტალები, ეს ყბადაღებული არაკოორდინირებულობის მაგალითია. ივანიშვილს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ ის პროცესებში ჩარევას არ შეეცდება, მაგრამ დარჩება დამოკლეს მახვილად იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგად იციან, რომ თავიანთი პოლიტიკური და მატერიალური რესურსი არ გააჩნიათ. მათი უმრავლესობა ივანიშვილის გვერდით მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ სხვანაირად პოლიტიკურ სამარეში ჩავიდოდა. შესაბამისად, იციან, რომ თუ ქცევას გადააჭარბეს და გარკვეულ ჩარჩოებს გასცდნენ, მაშინ ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში ისევე, როგორც 2011 წლის შემოდგომაზე შემოვიდა. ის ისევ შექმნის პოლიტიკურ სტრუქტურას. ამიტომ, თუ ზომებს გადააჭარბეს, ივანიშვილი ქვეყნის გადარჩენის მიზნით ისევ შემოვა პოლიტიკაში და მათი ბედიც გადაწყდება. ივანიშვილის დამოკლეს მახვილმა შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოს და რყევების მიუხედავად, შეიძლება კოალიცია ამა თუ იმ ფორმით მომავალ არჩევნებამდე მივიდეს.
გიორგი ხუხია, გაზეთი ”პრემიერი” 9-15 ოქტომბერი, #6
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |