|
რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორი კევინ ვარვიკი ადამიანის სხეულის მოდერნიზებას ცდილობს. პროფესორი მიჩნევს, რომ ევოლუციის თვალსაზრისით ადამიანის სხეული დაბერდა. ადამიანის ძირითადი პერსპექტივა _ ეს არის ცხოვრება სხეულისგან დამოუკიდებლად, _ აცხადებს მეცნიერი. ასეთი მოდერნიზება ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს კოსმოსური ფრენები.
მეცნიერმა უკვე ჩაატარა რამდენიმე ტესტი და ექსპერიმენტი საკუთარ სხეულში სხვადასხვა ჩიპის ჩანერგვის გზით. ექსპერიმენტების საფუძველზე მეცნიერმა შეძლო გათბობისა და განათების სისტემების კონტროლირება, ასევე, კომპიუტერული მოწყობილობების მართვა.
ამის გარდა, კევინ ვარვიკს დაწყებული აქვს ინტერნეტტელეპატიის განვითარება, მან ჩიპი თავის ნერვულ სისტემას დაუკავშირა.
როდესაც ნერვული სისტემა ინტერნეტს მიუერთეს, მეცნიერმა შეძლო, დისტანციურად ემართა რობოტიზებული ხელი და სენსორების მეშვეობით თითებიც აამუშავა.
მეცნიერმა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება ტვინის ემბრიონული უჯრედების ხარჯზე. კევინ ვარვიკი იმედოვნებს, რომ შეძლებს ანალოგიური ექსპერიმენტის ჩატარებას ადამიანის ნეირონებით. ექსპერიმეტებში მას მეუღლეც ეხმარება.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |