მსოფლიოს 34 წამყვან ქვეყანას შორის უკაბელო ინტერნეტის ქსელის განვითარების მიხედვით ფინეთი ლიდერობს. 100 ფინელზე საშუალოდ 106,54 ხელშეკრულებაა გაფორმებული გლობალური ქსელის მობილური მომსახურებით სარგებლობითვის.
სულ ფინეთში უკაბელო ინტერნეტით 5,766 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო სამხეთ კორეას, რომელიც ანალოგიურ რეიტინგში 2009 წელს ლიდერობდა.
სამხრეთ კორეა რეიტინგში ამჟამად მეოთხე ადგილზეა და ინტერნეტით სარგებლობისთვის ყოველ 100 ადამიანზე 103,4 ხელშეკრულება მოდის. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ავსტრალიასაც, ხოლო შვედეთში 100 კაცზე 104,83 ხელშეკრულებაა გაფორმებული.
კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად უკაბელო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 13,8%-ით იზრდება. საშუალო მაჩვენებელი მიმდინარე წლისთვის ყოველ ას ადამიანზე 62,75 “ხაზია“. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 58,6 “ხაზი“ იყო.
მსოფლიოს 34 წარმატებულ ქვეყანაში უკაბელო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 780 მილიონ ადამიანს აღემატება.