![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების გარშემო დიდი ვაჭრობა გაჩაღდა.
_ ბატონო ავთანდილ, ბოლოს და ბოლოს, აქვს თუ არა კანონით უფლება სალომე ზურაბიშვილს, დარეგისტრირდეს პრეზიდენტობის კანდიდატად იმ პირობით, რომ არჩევის შემდეგ, ინაუგურაციამდე, «დადებს» საფრანგეთის პასპორტს, ანუ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იქნება?
_ აქ საკანონმდებლო ხარვეზთან გვაქვს საქმე. მართალია, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტში არსებობს აკრძალვითი ნორმა, რომ პრეზიდენტის პოსტი არ შეიძლება ეკავოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, მაგრამ ვერც ერთი იურისტი ვერ მაჩვენებს ნორმას, რომლითაც «ერთმოქალაქეობა» დადგენილია კანდიდატებისთვის.
მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიუანსს: საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილში, სადაც დადგენილია, რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა, რათა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, არ არის მოთხოვნა ცნობის წარდგენისა მოქალაქეობის შესახებ. ანუ აქ საქმე გვაქვს, ვიმეორებ, საკანონმდებლო ხარვეზთან.
კანონმდებელმა, თავის დროზე, არ დაადგინა, შეიძლება თუ არა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა. ჰოდა, რა ვქნათ ახლა? საქმე ეხება ადამიანის უფლებას. მოსამართლე როგორ უნდა მოიქცეს? როგორ და მან უნდა შეისწავლოს სხვა ნორმა. პირველ რიგში ის, თუ ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ ნორმის მიხედვით კი, ამომრჩეველი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი ან (დააკვირდით) «არჩევნების დღეს შეუსრულდებაო». ესე იგი ცენზი დადგენილია როგორც კანდიდატისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის. მაშასადამე, გამოდის, პირი ჯერ კიდევ არ არის 18 წლის, მაგრამ მაინც შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. აქ ანალოგია უნდა გამოვიყენოთ: სალომე ზურაბიშვილიც ჯერ არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ უნდა წაერთვას უფლება, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში. ხოლო საქართველოს პრეზიდენტი რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, ამას კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს. აქ ლაპარაკია საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე. ლოგიკურია კითხვა: თუკი 18 წლამდე პირს არ ვუკრძალავთ არჩევნებში მონაწილეობას, მიუხედავად ამგვარი ცენზის არსებობისა, მაშინ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს რატომ ვზღუდავთ?
მაშასადამე, რაკი არ არსებობს ნორმა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, უნდა ამოქმედდეს ანალოგია. ამას იურისპრუდენციაში უწოდებენ «კანონის ანალოგიას». სალომე ზურაბიშვილს უნდა მიეცეს უფლება, დარეგისტრირდეს კანდიდატად, ხოლო არჩევის შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს საფრანგეთის მოქალაქეობა.
_ ანუ, თქვენი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისას რომ შემოსულიყო ასეთი საკითხი, დასთანხმდებოდით სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად დარეგისტრირებას?
_ რა თქმა უნდა! აკი მოგახსენეთ, რომ არსებობს ნორმა (18 წლამდე ცენზის შესახებ), რომელიც მსგავს ურთიერთობებს არეგულირებს.
_ მაგრამ პოლიტიკურად, ცოტა არ იყოს, საჩოთირო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას: დავუშვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს პრეზიდენტად. თუ მან საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არ თქვა, ან საფრანგეთის სახელმწიფომ თქვა უარი, სწრაფად დაადასტუროს მისი გასვლა მოქალაქეობიდან (ეს კი ნამდვილად არ არის გამორიცხული საფრანგეთის კანონმდებლობით) მაშინ რა ვქნათ _ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატაროთ? მაშინ იმან რა დააშავა, ვინც მეორე ადგილზე გავიდა, მით უმეტეს მეორე ტურში?
_ მაშინ გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული გამოცხადდება. ეს მარტივად თუ ვიტყვით. თუმცა სინამდვილეში, გამარჯვებულს ნახევარზე მეტი უნდა ჰქონდეს, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა. ესე იგი მაინც ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
_ კანონი ამ ნაწილში უნდა დაზუსტდეს?
_ დიახ, მაგრამ ამას ხომ დრო სჭირდება? რამდენადაც ვიცი, ქალბატონი სალომე სასამართლოში დაობს. მე რომ მოსამართლე ვიყო, აუცილებლად გამოვიყენებდი კანონის ხსენებულ ანალოგიას.
_ მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი დღეს მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა, ანუ ორმაგი მოქალაქეობაც კი არ გააჩნია...
_ (იცინის) აქ იმდენად უხერხული სიტუაციაა შექმნილი, რომ მეუხერხულება კიდეც ამაზე ლაპარაკი... სინამდვილეში, ბატონ ივანიშვილს, კანონით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს. ვიცით, რომ ქართველი კაცია, პატრიოტია და ამიტომ ვართ ყველანი გაჩუმებულნი, თორემ კანონით, სამართლებრივად, მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში.
_ მე სხვა რამეს ვგულისხმობდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად არ არის საქართველოს მოქალაქე. ის მხოლოდ(!) საფრანგეთის მოქალაქეა. როდესაც ძალაში შევა ახალი კონსტიტუციური ნორმა, რომ საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, ის ავტომატურად დაკარგავს პრემიერმინისტრობას?
_ ჰმ, პრემიერმინისტრობა მან ახლავე უნდა დაკარგოს.
_ როგორ თუ ახლავე?
_ როგორ და ის ახლაც არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი.
_ მაგრამ სააკაშვილის გუნდმა ხომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის?
_ ვიცი, მაგრამ მაგ ცვლილებით ბატონი ბიძინა ვერ ისარგებლებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო არჩევნებში. იმ ცვლილებებში ეს პირდაპირ წერია. მე ამასთან დაკავშირებით ჩავები დისკუსიაში თინა ხიდაშელთან. ვეუბნებოდი: ბატონმა ივანიშვილმა მონაწილეობა უნდა მიიღოს არჩევნებში, თუნდაც როგორც ამომრჩეველმა. მაშინ მასზე 29-ე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვები არ გავრცელდება. მაგრამ მან თქვა: «არა, კატეგორიულად არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებშიო».
“თუბატონიბიძინადარეგისტრირდებოდა, როგორცთუნდაცამომრჩეველი, მასექნებოდაუფლება, ახალიკონსტიტუციისამოქმედებამდემაინც დაეკავებინაპრემიერ-მინისტრისთანამდებობა. დღესკიესუფლებაცარააქვსკანონით. ანუ, არათუახალიკონსტიტუციისამოქმედებისშემდეგ, არამედბიძინაივანიშვილიდღესაცარშეიძლებაიყოსპრემიერ-მინისტრი, ვინაიდანისუცხოელია. კანონშიპირდაპირწერია: საქართველოსპრემიერ-მინისტრიუნდაიყოსსაქართველოსმოქალაქე. მასზეარვრცელდებაისგამონაკლისი, რომელიცწინახელისუფლებამდაუშვაკონსტიტუციურიცვლილებით”, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ (ვიმეორებ) მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია! მე ისიც კი არ ვიცი, არის კი ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი საარჩევნო სიაში თუნდაც როგორც ამომრჩეველი?
_ ანუ, დღესაც კი, არათუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არა აქვს უფლება, იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!
_ თუ არ არის დარეგისტრირებული თუნდაც როგორც ამომრჩეველი!
მას აქვს უფლება დარეგისტრირდეს, როგორც თუნდაც ამომრჩეველი 104|4 მუხლის შესაბამისად, რომელიც სააკაშვილმა მისთვის დაწერა. მაგრამ ბატონმა ბიძინამ ხომ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს, რაკი არ სურს, ისარგებლოს ამ გამონაკლისით? მაშ, ვიმეორებ კითხვას: არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი საარჩევნო სიაში? თუ არის, მაშინ პრობლემა არა აქვს და მასზე ნამდვილად ვრცელდება 104|4-ით დადგენილი გამონაკლისი.
_ მაგრამ ამ კონსტიტუციური შესწორების ვადა ხომ მთავრდება?
_ დიახ, მთავრდება 1-ელ იანვარს. ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, აღარ ექნება უფლება, ეკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ აპირებს პირველ იანვრამდე დატოვოს თანამდებობა.
გარდა ამისა, აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რაც არასწორად გაშუქდა. მათ შორის, ბუნდოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებაც: ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს არა მისი სურვილით, არამედ კანონით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. მართალია, მასვე ეკისრება მოვალეობის შესრულება, მაგრამ უნდა წარდგეს პარლამენტში ნდობის მისაღებად.
ხედავთ, რა ხდება? ბიძინა ივანიშვილი ჯერ უნდა გადადგეს, შემდეგ სავარაუდო პრეზიდენტმა (ალბათ, მარგველაშვილმა) მასვე უნდა დაავალოს მოვალეობის შესრულება. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს არა მისი სურვილით, არამედ კანონით ვალდებულია ასე მოიქცეს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ანუ პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას.
_ ეს 1-ელ იანვრამდე, მაგრამ, თუ 1-ელ იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა?
_ მაშინ ახალი წლის შემდეგ მას საერთოდ აღარ ექნება უფლება, იყოს პრემიერ-მინისტრი.
_ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში ასეთი «ეშმაკური დათქმაც» იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტომატურად მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, როგორც კი საფრანგეთის მოქალაქეობას დათმობს. ანუ, თუ დღეს ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ის ავტომატურად ხდება საქართველოს მოქალაქე და ყველა კითხვა იხსნება?
_ დიახ, ასეთ შემთხვევაში ყველა კითხვა იხსნება. მიშას ბრძანებულების ამოქმედება დაკავშირებულია იურიდიულ ფაქტთან. ეს იურიდიული ფაქტია საფრანგეთის მოქალაქეობიდან გამოსვლა. გამოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობიდან, დაუყოვნებლივ ამოქმედდება პრეზიდენტის ბრძანებულება და ბატონი ბიძინა გახდება საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ექნება უფლება, იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აქ ყველაფერი მარტივია. თუმცა პარლამენტი ამჟამად მსჯელობს კონსტიტუციურ ცვლილებაზე, რომლითაც უქმდება 29-ე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა და ორმაგ მოქალაქეს მიენიჭება უფლება, იყოს პრემიერ-მინისტრი. თუ ეს ცვლილება გავა, მაშინ ახალი პრეზიდენტი იოლად მიანიჭებს ბატონ ბიძინას საქართველოს მოქალაქეობას და ყველა პრობლემა ამოწურულია
_ მაგრამ თუ მმართველ კოალიციას არ ეყო ხმები ამ საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად?
_ თქვენ ფიქრობთ, არ ეყოფა? ახლა უკვე 97 ხმა აქვთ.
_ «ნაციონალები» ხომ ამბობენ, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ...
_ არ ვიცი, რა პოლიტიკური თამაშები და გარიგებები წავა, თუმცა არა მგონია, შემთხვევითი იყოს, რომ განიხილება პაკეტი. მათ შორის ის, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის თბილისში დაბრუნებას. სწორედ ესაა ვაჭრობის საგანი. რაზე ვაჭრობენ და როგორ, არ ვიცი. პოლიტიკოსი არა ვარ. თუმცა ვერ დავიჯერებ, უმრავლესობას არ ჰქონდეს იმედი ცვლილების გატანისა.
მე რამდენადაც ვხვდები, უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებიდან კონსტიტუციის გადასინჯვის საშუალებაა, ანუ კვორუმის შემცირება კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად, რათა შემდეგ ახალი კონსტიტუცია მიიღონ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რაკი ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ყველა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან, ანუ მის მოქალაქეობას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. არც იმას, გადავა თუ არა პარლამენტი ისევ თბილისში. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ საკითხზეც მზადდება რაღაც კომპრომისული ვარიანტი
გიორგი დვალი გაზეთი ”პრემიერი”, #2, 11-17 სექტემბერი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |