|
«ქართული ოცნების» პოლიტიკური ამპარტავნება, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პიკს აღწევს. ამ ამპარტავნების პირველი დემონსტრირება იყო საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება. ნამდვილად დადებითი წარმოდგენის ვარ ამ პერსონაზე, როგორც პიროვნებაზე, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ის კოალიციაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული ფიგურაა. თუმცა ეს რაღა გასაკვირია, როდესაც მისი «დამსმელი» _ კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს სახელისუფლებო და, შესაბამისად, პოლიტიკურ ოლიმპზე იმყოფება, დღენიადაგ გვიმეორებს, რომ ის არაა პოლიტიკოსი და ამით, გაურკვეველია, რატომ, მაგრამ საკუთარ პერსონას რომ აყენებს ჩრდილს, ამასაც ვერ ხვდება.
ივანიშვილი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მან მარგველაშვილის წამოყენებით საზოგადოებას, თავის მომხრეებს უთხრა, _ ჯოხიც რომ დავაყენო კანდიდატად, ხმა უნდა მისცეთო.
მარგველაშვილი ყველაზე სანუკვარ ოცნებაშიც კი ვერასოდეს გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ეს შესაძლებელია «ქართული ოცნების» პირობებში.
ამჯერად სხვა კანდიდატებზე არაფერს ვიტყვი. არა იმიტომ, რომ გნებავთ, დათო ბაქრაძის ან ნესტან კირთაძის, შალვა ნათელაშვილისა თუ ზურაბ ხარატიშვილის დაკნინება მსურს, სულაც არა, არ ვიტყვი იმიტომ, რომ, გაურკვეველი გათვლებით, არც ერთ მათგანს «ოცნებაში» მარგველაშვილის კონკურენტად არ მიიჩნევენ.
მათთვის კონკურენტი მხოლოდ ნინო ბურჯანაძეა. შეიძლება ეს თავად ქალბატონი ნინოსთვის ფრიად მომხიბვლელი და მიმზიდველია პოლიტიკური პოზისთვის, მაგრამ ეს ძალიან საშიში და საფრთხილო მომენტია.
ბურჯანაძის პოლიტიკური იდეები ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც მისი წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია და ტაქტიკა. მაგრამ ეს მისი გუნდისა და თავად მისი საქმეა და აქ არც პროპაგანდის და არც ანტიპროპაგანდის გამო არ ვიხსენიებ მას. თუმცა, კახეთში გამართულ მის ერთ-ერთ შეხვედრას შემთხვევით დავესწარი და გულგატეხილი დავბრუნდი ჩემი მასპინძლის სახლში. რატომ? იმიტომ რომ თუნდაც ის სლოგანი, რომლითაც ბურჯანაძე ამომრჩევლების წინაშე საუბრობს, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა. პრეზიდენტი არ იჭერს, არ ასამართლებს და არ ავლენს დამნაშავეებს. ამას კანონი აკეთებს და ეს იურისტ ბურჯანაძისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი. პოლიტიკოს ბურჯანაძისთვის კი _ მინიმუმ ის უფლებამოსილება, რომელიც ახალი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება.
«ქართული ოცნება» რომ პოლიტიკური პროფანებისა და ავანტიურისტების სიმბიოზია, რომელთა შორისაც ნამდვილად არიან კარგი ადამიანებიც და პოლიტიკოსებიც, ესეც ვიცით. თუმცა ივანიშვილი, როგორც ამას პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღეებიდან ამბობდა, მთვარიდან ვერ ჩამოიყვანდა ვერავის. პოლიტიკოსებსაც რომ შევეშვათ, მას არც სხვა _ საქმიანი მიმართულებებით ჰყავს მაინცდამაინც პროფესიონალური გუნდი. და ამას ეს საარჩევნო კამპანიაც ადასტურებს.
მართალია, ამპარტავნებას აქვს წინარე მდგომარეობა _ პატივმოყვარეობა და ეს, კბილაშვილისეულად თუ ვიტყვით, სექსუალური მოწიფულობის წინარე პერიოდია, მაგრამ «ქართული ოცნება» ამ ორ ცოდვას თანაბარი ძალით ატარებს. ანუ ხან სრულფასოვანი სექსი უნდა, ხანაც, გიგი უგულავასი არ იყოს, ჩუკენობითაა დაკავებული.
რატომ ვთქვი ეს? იმიტომ, რომ «ქართული ოცნების» საარჩევნო სტრატეგებმა, საკუთარი კანდიდატის უპირობოდ გასამარჯვებლად და ნინო ბურჯანაძისთვის პოლიტიკური საქმიანობის მადის კარგა ხნით დასაკარგავად, მორიგი სულელური გადაწყვეტილება მიიღეს.
სექტემბრისბოლოს, ოქტომბრისპირველრიცხვებშიბურჯანაძეზემნიშვნელოვანიკომპრომატებიგამოქვეყნდება. ამკომპრომატებისერთინაწილი «ნაციონალურიმოძრაობის» მმართველობისდროსაამოპოვებული, დანარჩენზეკი, როგორც ამბობენ, ახალმა ხელისუფლებამ იზრუნა.
ახლა მოდით, ასე ვთქვათ. «პირსისხლიანმა» ნაციონალებმა რომ არ იკადრეს და არ გამოაქვეყნეს და ახლა ამას შენ გამოიტან საჯაროდ, რათა მერე ისევ ნაციონალებისკენ გაიშვირო ხელი, მინიმუმ უკეთური საქციელია.
ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო, ხომ გაგიგიათ. თუ გაარკვევს და დაადგენს ბურჯანაძე, რომ ეს ნაცების გაკეთებული არ არის, გამორიცხავთ იმას, რომ «ოცნების» გასანადგურებლად თავად შეკრას ალიანსი ნაციონალებთან? მერე ხომ დაგრჩებათ ოხრად ბიძინას მილიარდები?
პოლიტიკა სუფთა ხელებით უნდა აკეთოს სუფთა პოლიტიკოსმა. მაგრამ როდესაც დიდ პოლიტიკას პოლიტიკანები აკეთებენ, იქ სისუფთავეზე საუბარი ზედმეტია.
მოკლედ, არჩევნებში გასამარჯვებლად კომპრომატები რომ სჭირდება, ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი რა ვთქვი. რჩევა ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, დაალაგეთ თქვენი გუნდი, დაალაგეთ.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი ”პრემიერი”, #2, 11-17 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |