|
'ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატმა პაატა ლეჟავამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივით მიმართვა. ლეჟავას მიერ ინიცირებული კანონპროექტი 'იარაღის შესახებ~ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, ფართოვდება იმ პირთა სია, ვისაც შეეძლება, იარაღი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც ატაროს. კონკრეტულად რა ცვლილებები შედის კანონში და ვის ექნება იარაღის ტარების უფლება? 'პრემიერი~ კანონპროექტის ინიციატორს პაატა ლეჟავას ესაუბრა:
_ ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტით ზუსტდება იმ პირთა სია, რომელთაც თანამდებობრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ. კერძოდ, კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და უშიშროების საბჭოს მდივანს შესაძლებლობა ექნებათ, თანამდებობის დატოვების შემდეგაც ატარონ იარაღი. მიმაჩნია, რომ ორივე თანამდებობა გარკვეული საფრთხის შემცველია და მათ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ იარაღის ტარების შესაძლებლობა უნდა შეუნარჩუნდეთ. ამას კი მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს. ასევე, კანონმდებლებს ვთავაზობ, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიეცეს.
_ რატომ უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს?
_ მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ ყველა კომერციული ბანკის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება და ეს უფლება თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნდა შეუნარჩუნდეს. ცხადია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფსიქიკურად დაავადებული, გაუწონასწორებელი ვერ იქნება და შესაბამისად, იარაღის ტარებით ის საფრთხეს ვერავის შეუქმნის.
_ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. რა გითხრეს დეპუტატებმა, მოიწონეს თქვენი ინიციატივა?
_ ნაწილი ეთანხმება, ნაწილი _ არა.
_ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის სესიაზე გატანას?
_ კი, კანონპროექტი სესიაზე გავა.
_ როდის?
_ კანონპროექტის სესიაზე გასატანად დეპუტატებმა ბიუროზე უნდა იმსჯელონ. ალბათ, მომავალ სასესიო კვირაში მოხდება განხილვა.
მირანდა ნაბახტეველი, გაზეთი ”პრემიერი”, #2, 11-17 სექტემბერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |